web-browsers-kadvacorp-823x400_bfb5f2011bc3bbb0134539c135ed99f6

წარმოგიდგენთ თქვენი ბრაუზერის დამალულ ფუნქციებს

თქვენ ძალიან ბევრ დროს კარგავთ თქვენ ბრაუზერში. თქვენ ბრაუზერს აქვს დამალული ფუნქციები როელიც ძალიან სასარგებლოა და დაგეხმარებათ თქვენივე დროის დაზოგვაში, ჩვენ კი ამ ფუნქციებს გასწავლით

 

გავხსნათ წინა დახურული ტაბი:

თუ თქვენ შემთხვევით დახურეთ რომელიმე საიტი მისი გახსნა შემდეგი კომბინაციით შეგვიძლია დავაბრუნოთ >> (CTRL+SHIFT+T) ეს ფუნქცია მუშაობს Chrome, Firefox & Opera.

Chrome-ში ასევე შეგიძლიათ შემდეგი ღილაკით დავაბრუნოთ წინა დახურული საიტი იხ.სურათი:

reopen-closed-browser-tab-in-chrome

 

 

საიტი რომელსაც ხშირად იყენებთ:

გაქვთ ალბად ისეთი ვებ გვერდები რომელსაც ხშირად სტუმრობთ. ამ ხერხით გაიადვილებთ ასეთი საიტების მარტივად გახსნას იქცევით შემდეგნაირად Chrome-ში: სულ მაღლა დავაკლიკოთ მენიუს ღილაკზე ავირჩიოთ More Tools და შემდეგ Create application shortcuts მიყევით ინსტრუქციას…

 

აპინე ტაბები ადვილი ბრაუზინგისთვის:

Pinned tabs” არის კარგი შესაძლებლობა რომ აიცილოთ თავიდან ტაბის უეცარი დახურვა. ტაბზე რომელზეც გსურთ რომ აპინოთ მიიტანეთ მაუსი და დააჭირეთ მარჯვენა ღილაკს აირჩიეთ Pin tab ტაბი დამოკლდება და გახდება ადვილი სამართავი. როდესაც დახურავთ მთლიან ბრაუზერს და ისევ ჩართავთ აპინული ტაბები მაინც არ დაიხურება და ისევ გამოჩნდებიან

pin-a-browser-tab-in-firefox

 

 

ჩართეთ სინქრონიზაცია თქვენი ბრაუზერისთვის:

უმეტეს ახალ ბრაუზერებს აქვთ ფუნქცია “browser sync” რომელიც საშუალებას გაძლევთ გაუკეთოთ სინქრონიზაცია თქვენს ტაბებს საიტების ისტორიას, bookmarks-ებს და ასე შედეგ. შემდეგ შეგიძლიათ ეს ისტორია გადაიტანოთ სხვა კომპიუტერში, ტაბლეტში ტელეფონში ან სხვა მოწყობილობებში სინქრონიზაცია ასევე იანხავს თქვენს დამახსოვრებულ პაროლებს. ასევე შეგიძლიატ ეს ფუნქცია გამოიყენოთ ვინდოუსის გადაყენებამდე და გადაყეენბის შემდეგ ისევ აღადგინოთ თქვენი ბრაუზინგ ისტორია.

ეს ფუნქცია უნდა ჩართოთ Chrome-ში უბრალო ავტორიზაციით რომელიც შეგიძლიათ გაიაროთ აქედან: chrome://settings/ ანუ პარამეტრებიდან.

 

მოკლე კლავიშები:

Ctrl+F: ძიება საიტზე

Ctrl+T: ახალი ტაბის გახსნა

Ctrl+T: აქტიური ტაბის დახურვა

Ctrl+Tab: ტაბებს შორის გადართვა

Comments

comments